ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის და თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურული იდენტობა" გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ქურდაძე.
ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულებისა და კურსის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს შორის იყო; „აჭარული და გურული დიალექტური მეტყველების თავისებურებანი“, ქართული ენა, როგორც lingua franca შუა საუკუნეების ჩრდილოეთ კავკასიაში; ენობრივი შეცდომები სატელევიზიო რეკლამაში; სტუდენტთა ლინგვისტური ექსპედიციის ანგარიში-მოხსენება (მესტიის მუნიციპალიტეტი), აკაკი წერეთელი ქართული სალიტერატურო ენის დიალექტებისა და არასალიტერატურო ქართველური ენების შესახებ, საველე მუშაობა ჩემს სოფელში.
კონფერენციის ფარგლებშივე გაიმართა შეხვედრა იაპონელ ენათმეცნიერ-ქართველოლოგთან და მთარგმნელთან იასუჰირო კოჯიმასთან. შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას ასოცირებულ პროფესორ მაია ლომიასთან ერთად ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტები უწევდნენ, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა; ქართველური ენების მნიშვნელობა და შესწავლის თავისეურებანი უცხოელებისათვის, ქართული და მეგრული ენების თარგმანის სპეციფიკა, ასევე იაპონიაში სპეციალურად იასუჰირო კოჯიმას მიერ ორგანიზებული ქართული კინოფესტივალისთვის დუბლირებულ ქართულ ფილმებს, მის თარგმანებს და აშ.